14 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში,  ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე სალომე კაპანაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თამაზ ხუბუამ და ნუგზარ მგალობლიშვილმა სახვით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი და პედაგოგიური საქმიანობისთვის, ღირსების ორდენის კავალერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ავთანდილ შენგელია საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

გამოფენის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, აფხაზეთის განათლებისა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი ხელოვანები და დევნილი საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

 

გალერეა