24 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ამავე სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი თამაზ თოდუა, შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი“-ს გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი“-ს დირექციის საფინანსო სამსახურის უფროსი გოგა ბოხუა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების (პოლიკლინიკების) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საქმიანობის მდგომარეობის შესახებ“.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პროექტის შესახებ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2026 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში ჩასატარებელ მუშაობის გეგმის პროექტის შესახებ.

სსიპ აფხაზეთის №21 საჯარო სკოლის დირექტორის ო.აძიმბაიას წერილის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებით წარსგნენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი. სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში არსებული საკითხები გააცნო მოწვეულ სტუმრებს. მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, საკომიტეტო მოსმენის დროს გამოვლენილი სერიოზული ხარვეზების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის:

1.         აღინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო ცენტრ „დიომედის“  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საქმიანობაში არსებული სერიოზული ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრისათვის მიმდინარე ღონისძიებების დაბალი ეფექტიანობა, რიგ შემთხვევაში, საეჭვო არასამართალქვემდებარე ქმედებების ამსახველი ფაქტების არსებობა.

2.         აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილოს საკითხი საწარმოში შექმნილი არადამაკმაყოფილებელი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური მდგომარეობისათვის შპს „სამედიცინო ცენტრი „დიომედის“ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის თაობაზე.

3.         ეთხოვოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტს (ბატონი ფ. შენგელია) შეამოწმოს შპს „სამედიცინო ცენტრი „დიომედი“-ისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული პოლიკლინიკების (ფილიალების) მიერ 2023-2025 წლებშინგაწეული საბიუჯეტო-საფინანსო საქმიანობა (ესესმენტი).

4.         ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო ცენტრი „დიომედი“-ს კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში (ფილიალებში) საფინასო-საბიუჯეტო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსმენილი იქნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტის სხდომაზე ოქტომბრის თვეში“.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და  შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი“-ს გენერალურმა დირექტორმა ნათია ფარცვანიამ.

მოსაზრებები გამოთქვეს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პროექტს და

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2026 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში ჩასატარებელ მუშაობის გეგმის პროექტს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სსიპ აფხაზეთის №21 საჯარო სკოლის დირექტორის ო.აძიმბაიას წერილთან დაკავშირებით კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია საკითხის განხილვას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე.

სხდომას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტები იზოლდა ხვიჩია და შორენა გაწერელია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ელისო პაჭკორია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი, ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჭანია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეები გიორგი ალფენიძე და დინარა დარსალია.

გალერეა