აფხაზეთის ავტოონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ  კომიტეტისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგებნლებთან მუშა თათბირი გამართა.

თათბირზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და საფინანსო საბიუჯეტო მდგომარეობის თაობაზე ყოველწლიურად მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის შემადგენლების მაქსიმალურად რეალურად წარმოჩენის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ. გამოითქვა მოსაზრებები  დოკუმენტის პოლიტიკურ-აკადემიური ფორმის, წარმოდგენილი ეკონომიკურ-საფინანსო სეგმენტების ინოვაციური სტრუქტურული მახასიათებლების რეპრეზენტაბელურობის ასამაღლებლად. თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალი შეხვედრის 2026 წლის მაისის თვეში ჩატარების შესახებ.

მუშა შეხვედრაში მონაწილეობდნენ და საქმიანი რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე დავით ჟვანიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსმა მურმან ფარფალიამ, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტებმა შორენა გაწერელიამ და იზოლდა ხვიჩიამ, საფინანსო უზრუნველყოფის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თემურ ურიდიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეებმა გიორგი ალფენიძემ და გიორგი გვასალიამ, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაიამ, საბჭოს პრეს სპიკერმა მარიამ ინალიშვილმა.   

გალერეა