21
აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
სხდომის
დასაწყისში უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის
თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის ემზარ კაკულიას ხსოვნას.
კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამის (0609) „გალის
რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის ფინანსური დახმარება“ რეალიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2024-2025 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტურობის
შესახებ“.
საკითხთან
დაკავშირებით კომიტეტმა მოისმინა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების
ინფორმაცია. მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომლის დროსაც გამოითქვა
შენიშვნები და მოხდა კონკრეტული წინადადებებისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.
შემაჯამებელ
სიტყვაში თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია პროგრამის (0609) ბიუჯეტის
ხარჯვასთან დაკავშირებით არასრულყოფილია. მისი განცხადებით, დოკუმენტში გამოკვეთილი
არ არის პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების მართვის სპეციფიკა, სახსრების მოძრაობის
დინამიკა და ბენეფიციართა პასუხისმგებლობა მიღებული დახმარების მიზანშეწონილობის შესაფასებლად.
„აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას აფხაზეთის
განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და გალის რაიონის რესურსცენტრთან საქმიანი
თანამშრომლობისათვის. ჩვენი მიზანია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ
გალის რაიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა მატერიალურ-ფინანსურ მხარდაჭერასა
და მოზარდთა აღზრდის პროცესს ქართულ ეროვნულ კულტურულ-სახელოვნებო ტრადიციებზე“, —
განაცხადა თამაზ ხუბუამ.
სხდომის
დასასრულს კომიტეტმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად
მიიღო და სამომავლოდ შესასრულებლად რეკომენდაციები გასცა ცალკეული მიმართულებების მიხედვით.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატები თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, უმაღლესი საბჭოს
აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან
ფარფალია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე,
ამავე სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა
შონია, საფინანსო სამსახურის უფროსი მარად ჩაკვეტაძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი
თანამშრომლები, გიორგი ალფენიძე, დინარა დარსალია, თენგიზ გასვიანი, ვახტანგ ჭანია,
მაია ჯახაია, მარინა შენგელია, სოფიო ხასაია, ელისო პაჭკორია, ნანა შამუგია, ეკა თორია,
გულსუნდა თოდუა, გიგა შელია.