მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გუბაზ საჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ცოტნე შონიას და ადგილობრივი საზოგადეობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილებისადმი გამოჩენილი მხარდაჭერსათვის. ხაზი გაუსვა ჯვარში, დასახლება „ზღვაიას“ ტერიტორიაზე განსახლებული დევნილების ყოფით მდგომარეობას, მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრაზე წალენჯიხის საკრებულოსა და „წალენჯიხელის“ საზოდგადეობის  წევრებმა ფართოდ განიხილეს წალენჯიხის ცენტრში „გამორჩეული ადამიანების ხეივანის“ - მოწყობის საკითხი. ხაზგასმით აღინიშნა ამ იდეის ავტორისა და შემოქმედის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ნაპოლეონ მესხიას როლის შესახებ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მემორილისათვის შესესაფერისი ადგილის შერჩევისა და მისი კეთილმოწყობის შესახებ.

გალერეა