აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ გამართა მნიშვნელოვანი სამუშაო
შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „სოხუმის დინამოს“ პრეზიდენტთან და აფხაზეთის ქალთა საფეხბურთო
ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით თაქთაქიშვილთან. შეხვედრის მიზანი იყო დევნილი სპორტსმენების
ფეხბურთში ჩართულობის გაფართოება და სპორტული ეკოსისტემის გაძლიერება.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ აუცილებელ
ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების უფრო აქტიურ
ჩართვას ფეხბურთის განვითარებაში. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მიუხედავად
კლუბების სამართლებრივი და ფინანსურ-ტექნიკური დამოუკიდებლობისა, აუცილებელია დევნილი
სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის კოორდინირებული ჩართულობა სპორტის მხარდაჭერის
პროცესში.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა „სოხუმის დინამოს“ სპორტული
და ფინანსური გუნდის ინიციატივები, რომელთა განხორციელების შესაძლებლობები ოპტიმისტურად
შეფასდა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ
აქტიური თანამშრომლობა, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა და ხელი შეუწყონ დევნილ სპორტსმენთა
წარმატებულ მომავალს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ და განსახილველი თემის გარშემო
საკუთარი ხედვები დააფიქსირეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
აპარატის უფროსმა მურმან
ფარფალიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მთვარმა სპეციალისტმა, სპორტულმა ჟურნალისტმა
თენგიზ პაჭკორიამ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია და უმაღლესი საბჭოს პრესსპიკერი მარიამ ინალიშვილი.