აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ გამართა მუშა თათბირი
უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების მონაწილეობით
სოციალოგიური გამოკითხვის ჩატარების მიმდინარეობისა და მიღებულ პირველად შედეგებთან
დაკავშირებით.
შეხვედრაზე
აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ცენტრებში,
ჩატარებული ანკეტური გამოკითხვის შედეგების ობიექტური შეჯამების მნიშვნელობა, განსახილველ
თემებზე შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის შედგენისა და მიღებული კომპლექსური დასკვნების
საჯაროობისა და რეპრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური
გამოკითხვის შედეგებზე მუშა ჯგუფის მოხსენების აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის
წარდგენის შესახებ 2026 წლის 15 თებერვლამდე. თათბირზე იმსჯელეს მსგავსი აქტივობების
დევნილ მოსახლეობაში რეგულარულად ჩატარების აუცილებლობაზე, მიღებული შედეგების დევნილი
სახელისუფლებო სტრუქტურების ყოველდღიურ საქმიანობაში გათვალისიწნების რეკომენდაციების
დაკონკრეტებაზე.
მუშა თათბირში
მონაწილეობდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელმა
თანამშრომლებმა ხვიჩა ქარდავამ, ქეთევან ჩოგოვაძემ, მაია ჯახაიამ, გიორგი ალფენიძემ,
თენგიზ გასვიანმა, პრესსპიკერმა მარიამ ინალიშვილმა.