17 დეკემბერს
გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
მოადგილე იგორ კოპალიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ
კაკულია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია, საქართველოს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აუდიტორი ფრიდონ დონაძე.
სხდომაზე
განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონის პროექტი.
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციული
ანალიზით სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრი ბატონი თენგიზ ნასარიძე; ასევე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანიამ
დეპუტატებს წარმოდგენილი კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა.
დაისვა შეკითხვები,
გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები, გაიმართა საინტერესო დისკუსია სხდომის მონაწილეებს
შორის. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ
მჟავია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი,
ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია.
სხდომის
თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში
არსებული საკითხები გააცნო მოწვეულ სტუმრებს. მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სრულად იზიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ
შენიშვნებს, რეკომენდაციებს და მხარს უჭერს რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვაში მათ გათვალისწინებას
ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ბიუჯეტის პრიორიტეტების მიხედვით
ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანი დაგეგმვა - პროგნოზირება, ბიუჯეტის ეკონომიკური კატეგორიების
(მუხლების), განსაკუთრებით „სხვა შემოსავლების“ მუხლის კომპონენტში, შემოსავლების მობილიზების
კონტროლი, საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტის ანგარიშზე
არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთი) სწორად წარმართვის ანალიზი და მათი გამოყენების
ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა, პროგრამების და ქვეპროგრამების რეალიზაციის შედეგების
შეფასებისას ობიექტური მეთოდოლოგიისა და რელევანტური ინდიკატორების გამოყენება, შესყიდვების
პროცესების სისტემატური მონიტორინგი, აღრიცხვიანობის
სფეროში ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
საფინანსო
- საბიუჯეტო კომიტეტი, აქვე, ხაზგასმით აღნიშნავს რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავებისადმი გასულ საბიუჯეტო წელს გამოთქმული
რეკომენდაციების დაძლევისათვის კონკრეტული ღონისძიებების გატარების ინტესივობის არასაკმარის, ზოგიერთ შემთხვევაში, დაბალ დონეს
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის, შენიშვნების ადრესატი აღმასრულებელი სტრუქტურების
მხრიდან.
აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აფასებს რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის
პროექტის საფინანსო - საბიუჯეტო, ეკონომიკურ და ფისკალურ შემადგენელებს, ასკვნის, რომ
წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის დოკუმენტი, მასში დაფიქსირებული მუხლობრივი პარამეტრები,
ბიუჯეტის პრიორიტეტების მიხედვით ცალკეული ინოვაციური მიდგომების წარმოჩენა, აფხაზეთის
რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან საკუთარი საბიუჯეტო პარამეტრების
განხილვის პროცესში დაანონსებული პასუხიმგებლური დამოკიდებულებები, გასული საბიუჯეტო
წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური განხილვების დროს გამომზეურებული
ხარვეზების დაძლევისათვის მხარჯავი დაწესებულებების მიერ გაწეული თვითკრიტიკული საქმიანობა, ბიუჯეტის მართვის სფეროში და მხარჯავების წინაშე
მდგარი საბიუჯეტო - მენეჯმენტური უფლება - მოვალეობების რეალური განსაზღვრის მცდელობები,
ქმნიან წინაპირობას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შემდგომში კანონის სახით იმპლემენტაცია
გაცილებით ეფექტიანი და საპროგნოზო შედეგებზე მკაცრად ორიენტირებული იქნება, ვიდრე
2025 წლის შესაბამის პერიოდში იყო.”
აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის
პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვების
დროს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ
კანონპროექტს და რეკომენდაცია გაუწია საკითხის განხილვას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
პლენარული სხდომაზე.
სხდომას
ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტები იზოლდა ხვიჩია
და შორენა გაწერელია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია
ჯახაია, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ელისო პაჭკორია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი
მარიამ ინალიშვილი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების
უფროსი თენგიზ გასვიანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია.