დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება.  საქართველოს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბიბლკიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ და ლადო კახაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თამაზ ხუბუამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების და მათი სრულფასოვანი რეაბილიტაციის პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, ხოლო ცენტრის დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგიის პროფესორი რამაზ ყურაშვილი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების სფეროში გაწეული თვალსაჩინო მოღვაწეობისთვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციისთვის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა.

დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი სამუშაო ადგილზე ყოველდღიურად აწყდება დაავადების მართვის სირთულეებს, მათ შორის სტიგმას, დისკრიმინაციას და კოლექტივისგან გარიყვას. ეს უარყოფითად მოქმედებს მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, 2025 წელს დიაბედის მსოფლიო დღეს, ხაზი გაუსვეს დიაბეტით მცხოვრები ადამიანების და რისკის ქვეშ მყოფი პირების წინაშე არსებულ გამოწვევებს სამუშაო ადგილებზე.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა