20-21 ნოემბერს თბილისის ვაკის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციის “ გზა შინისაკენ” ორგანიზებით მინი ფეხბურთის მე-3 ტურნირი გარდამავალ პრიზზე „გზა შინისაკენ“ ჩატარდა.
ტურნირში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაგრის ,,დინამო",ს პორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოხუმის ,,ცხუმი-სოხუმი ", ,,საინგილო", ფერეიდანი ,,ფესვები", სპორტული
1 ჯუნიორი, ,,უქიმირიონი" მონაწილეობდნენ.
ფინალში
ერთმანეთს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და “უქიმერიონი” დაუპირისპირდნენ. დაინიშნა
მატჩისშემდგომი პენალტები, რომლებიც სოხუმელებმა უკეთ შეასრულეს და 5 : 4 გაიმარჯვეს.
საქართველოს
მინი ფეხბურთის მე-3 ტურნირის გარდამავალი
პრიზი „გზა შინისაკენ“ გადაეცა ტურნიტში გამარჯვებულს - სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტს.
ტურნირს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
თეიმურაზ მჟავია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს
წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.