მიმდინარე
წლის 13 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ გამართა მუშა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების
საკითხებს.
შეხვედრაში
მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სსიპ - აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გია კოკაია, უმაღლესი
საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის მოწვეული სპეციალისტი, ფსიქოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ქეთევან ჩიგოგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის,
ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ხვიჩა ქარდავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
თანაშემწე გიორგი ალფენიძე.
შეხვედრის
მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილი სოციოლოგიური კვლევის ჩატარების
ცალკეული საკითხები, რომლის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში არსებული
პრობლემების იდენტიფიცირება და სისტემატიზაცია, სრულწლოვანი მოქალაქეების განწყობებისა
და დამოკიდებულებების ასახვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების
მიზნით.
შეხვედრის
მონაწილეებმა წამოაყენეს კონკრეტული წინადადებები და საქმიანი რეკომენდაციები წარმოდგენილი
პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად. მუშა ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ პროექტის
მიმდინარეობის შესახებ საკითხი განხიხულ იქნას მორიგ შეხვედრაზე მომდევნო კვირას.