გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან  დაკავშირებულ  საკითხთა  კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ასარჩევი კანდიდატურების ინფორმაციები.  

გაერთიანებული კომიტეტების სხდომამ რეკომენდაციები გაუწია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავას კანდიდატურას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ფაცაციას კანდიდატურას.

გალერეა

სხვა სიახლეები