აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ ხუბუას მუშა შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ლაშა დოლბაძესთან.

მხარეებმა იმსჯელეს 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების კონტექსტში ბიუჯეტის მართვის აქტუალურ მიმართულებებზე, ცალკეული მხარჯავების მენეჯმენტის სრულყოფის აუცილებლობაზე, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებაზე, აფხაზეთის დევნილ სახელისუფლებო სტრუქტურებში სოციალურ-ეკონომიკური და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ანალიტიკური დოკუმენტის შექმნაზე ერთობლივი მუშაობის დაწყებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და საკუთარი მოსაზრებები განსახილველ თემებთან დაკავშირებით გამოთქვეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსმა მურმან ფარფალიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის სპეციალისტმა შორენა გაწერელიამ,  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაიამ.

გალერეა

სხვა სიახლეები