აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ მუშა შეხვედრა გამართა საინფორმაციო-ანალიტიკური
ცენტრის დირექტორთან ქალბატონ ეკა წივწივაძესთან.
შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირების პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფის, ამ სფეროში აფხაზეთიდან დევნილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ერთობლივი და კოორდინირებული საქმიანობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების ეფექტიანი ხარჯვის შემდგომი სრულყოფის მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
შეხვედრაში
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, უფროსი
სპეციალისტი შორენა გაწერელია, პრესსპიკერი მარიამ ინალიშვილი მონაწილეობდნენ.