2025 წლის 14 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ თამაზ ხუბუასთან შედგა მუშას შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ ლაშა ქარდავასთან საფინანსო საკითხებთან და მათ განხილვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამინისტროს ბიუჯეტის პრიორიტეტების შესაბამისად საქფინანსო საქმიანობის მახასიათებლები, ამ მიმართულებით სახსრების გამოყენების ეფექტიანობის ხარისხი, სამინისტროს ქვემდებარე პოლიკლინიკების მართვის ფორმების გაუმჯობესებისათვის ჩატარებული რეორგანიზაიის შედეგად მიღებულ პირველად შედეგებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული მიმართულებით პოლიკლინიკების მიერ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე სპეციალური საკომიტეტო მოსმენას ერთობლივად მოამზადებენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ და თემების განხილვაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი ბატონი მურმან ფარფალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია