აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად, ღონისძიება „ქალი XXI საუკუნეში“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  თამაზ ხუბუა,  მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი,  განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათი“ მუსიკალური ნომრები შეასრულა.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ღონისძიების მხარდამჭერ კომპანიებს  -  „უზუნაშვილის მარანი“, „საკურა“, „ხორელი“, „ბადაგი“ და „მწერალთა სახლი“განსაკუთრებული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

გალერეა

სხვა სიახლეები