მიმდინარე წლის 5 მარტს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
სხდომა ჩატარდა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.
კომიტეტის წევრებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების
უკანონოდ ცნობის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების
პროექტის შესახებ ისმჯელეს.
თამაზ ხუბუას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ.
არჩევნები იმდენადაა საინტერესო ჩვენთვის, რამდენადაც ეს პოლიტიკური პროცესი ჩვენს
მშობლიურ მხარეში, საქართველოს ძირძველ რეგიონში
მიმდინარეობს და უნდა ვფლობდეთ იმ ინფორმაციას, თუ რა გავლენებია პოლიტიკური
თვალსაზრისით და რას ემსახურება ნებისმიერი პოლიტიკური აქტი. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული
ე.წ. არჩევნები მორიგი ფარსი იყო, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გაიმართა საინტერესო დისკუსია. საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დადგენილების პროექტს.