9 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა მაგიდის ჩოგბურთში
აფხაზეთის ღია ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.
ტურნირი ჩატარდა 11 წლამდე, 15 წლამდე
და 19 წლამდე ასაკის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის. მასში მონაწილეობა მიიღო 130-მდე ახალგაზრდა
მაგიდის ჩოგბურთელმა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან (აჭარა, აფხაზეთი, სამეგრელო,
რაჭა, იმერეთი, კახეთი, ჯავახეთი, თბილისი).
აფხაზეთის გუნდში ოქროს მედლები მოიპოვეს:
ელენე ქობალიამ, მათე ყიფშიძემ, ანასტასია ჩხარტიშვილმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა აკაკი
გაბიცინაშვილმა, ბრინჯაოს მედალი - ბარბარე სიხარულიძემ, ანდრია ჩხარტიშვილმა.
რეგიონულ გუნდებს შორის, სამ ასაკობრივ
კატეგორიაში, ერთეულთა თანრიგში მედლები ასე გადანაწილდა: აფხაზეთი - 3 ოქრო, 1 ვერცხლი,
2 ბრინჯაო, თბილისი - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, აჭარა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3
ბრინჯაო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან
ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების
და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“
დირექტორი ანი კიტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის
ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი.
თამაზ ხუბუამ სიტყვით მიმართა ტურნირის
მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, მოწვეულ სტუმრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს. მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის
მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ბატონ ომარ პაპავას და კახა ჩხარტიშვილს
და ყველა იმ პიროვნებას ვინც ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ტურნირში
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.