23 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“-ს განხილვის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს და ფრაქციებს უკვე წარედგინათ განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკებიც.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.

აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები. 

გალერეა

სხვა სიახლეები