29 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სასესიო პერიოდის განმავლობაში „მინისტრის საათის“ ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების ანგარიშების მოსმენის ჩატარების შესახებ“; „უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვ. ყოლბაიას ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დახურვის შესახებ“.
აჭარის აფროსანთა ფედერაციაში სოხუმის აფროსანთა კლუბ "ცხუმი"-ს დაფუძნების შესახებ მოკლე ინფორმაცია იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბიამ წარმოადგინა. ისაუბრა რა ღონისძიების დეტალებზე, აღნიშნა, რომ სოხუმის აფროსანთა კლუბის დაფუძნება აჭარის აფროსანთა ფედერაციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ღონისძიების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ზემოაღნიშნული კლუბის განვითარების პერსპექტივები, ფინანსური მხარდაჭერის საკითხები.
ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
დღის წესრიგით წარმოადგენილ დანარჩენ საკითხებზე მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მისი თქმით, წინასწარი მუშაობა ჩატარდა უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატთან, ხოლო დაინტერესებულ სუბიექტებს წარედგინათ განხილვების ჩატარების შესაბამისი განრიგი. გაიმართა საქმიანი დისკუსია. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, საკითხი ასევე ცნობად იქნა მიღებული.
სხდომის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.