მიმდინარე
წლის 23 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
და პლენარული სხდომები, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომის
დასაწყისში, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით
პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგის ნაპოლეონ მესხიას ხსოვნას.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები: „ნაპოლეონ მესხიასთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შესახებ“ და „დევნილთათვის იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წინადადებების შესახებ“.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განაცხადებით, „ჩვენ სამწუხარო ფაქტის წინაშე
ვართ. ჩვენი კოლეგის, ნაპოლეონ მესხიას გარდაცვალების გამო, უმაღლესმა საბჭომ მიიღო
გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რაც ამავე დროს, რეგლამენტით
გათვალისწინებული მოთხოვნაა“.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით, კოლეგების წინაშე ინფორმაციით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მისი განცხადებით, კომიტეტი გამოდის ინიციატივით
სპეციალური იურიდიული სამსახურის შექმნის შესახებ, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა/დევნილთა მომსახურეობის სისტემატიზაციის დახვეწას ითვალისწინებს. თამაზ ხუბუამ
მოკლედ ისაუბრა ინიციატივის შინაარსსა და მოსალოდნელ შედეგებზე. დისკუსიის დასრულების
შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.