გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და რიგგარეშე სესიის სხდომები

 

 

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს ორი საკითხი:

 

1.“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკითხის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის  თავმჯდომარე მურმან კვარაცხელიამ.

 

2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ოლღა ნაგარნინას შესახებ“ ინფორმაცია გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ; პრეზიდიუმის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე იქნება განსახილველად  გამოტანილი.

 

პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დღესვე ჩატარების შესახებ. კენჭი უყარეს აგრეთვე რიგგარეშე სესიის სხდომის ერთადერთ განსახილველ საკითხს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის   პროექტის შესახებ.

 

მოხსენებით კანონპროექტის შესახებ დეპუტატთა წინაშე  წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი  ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.

 

თანამომხსენებელმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის  თავმჯდომარე მურმან კვარაცხელიამ, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებმა, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი  ეკონომიკის მინისტრისაგან დამატებითი განმარტებები ითხოვეს ცალკეულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

საბოლოოდ დეპუტატებმა სესიაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებები  დაამტკიცეს.

 

28 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა ნახევრადდისტანციურად ონლაინ რეჟიმში; სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.






Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions