აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

14 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ“ საკითხები.

პირველ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი გადაეცეს კომიტეტებს და ფრაქციებს განსახილველად.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
























































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions