იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

10 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრის გამართვის რევიზია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების შესახებ ინფორმაცია.

სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions