დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო შეხვედრის ფორმატით თათბირი გამართა უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. შეხვედრას ტვ 24-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ბადრი ნაჭყებია და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი, როგორც ბატონმა თამაზ ხუბუამ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ინიციატივაა - მიღწეულიქნას აფხაზეთის მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთული პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევა და ამ მიმართულებით ინფორმაციული საქმიანობის გააქტიურება, ამასთან ტვ-24-ის და რადიო „საქართველოს ხმის“ მესვეურების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის ეფექტური გამოყენება.