ევროპაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

 

22 თებერვალს სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში “ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვის, დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო არენაზე გააქტიურებისა და თანამედროვე ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში გამოვლენილი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისათვის” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:


ირაკლი გივიაშვილი - იურისტი - სამართლის დოქტორი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

 

ვლადიმერ ხმელიძე - საერთაშორისო მოძრაობა იბერიის დამფუძნებელი, ოზურგეთის ყოფილი პრეფექტი

 

ავთანდილ ლოლაძე - ისტორიკოსი, რუსთავის პრეფექტის ყოფილი მოადგილე;

 

პაატა შამუგია - იურისტი, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი.

 

მადლობა მათ მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის!



დაჯილდოვდნენ რუსულ ნეოიმპერიასთან რეალურად მებრძოლი ადამიანები:

- ეროვნული მოძრაობის გაუყიდავი და შეურიგებელი ნაწილი (ე.წ. “ნამდვილი ზვიადისტები“);

- აფხაზეთის ახალგაზრდული თაობის ის შემადგენელი, ვინც საკუთარ ქვეყანაში ვერ იქნა სათანადოდ გამოყენებული;

- და ის ქართველი კარიერული დიპლომატების იშვიათი წარმომადგენელი, ვინც ყოველდღიურ ომშია რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან! სულ ეს იყო ამ აქტით ჩაფიქრებული - 23 თებერვლის საპირწონე ღონისძიება! 
































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions