თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრების მიზანი, როგორც თავად მიიჩნევდა იყო „აფხაზეთში დაბრუნება, იქ ქართული სულისა და გენის აღორძინება”.
დღეს თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოსა წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა.
19 ივლისი თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა
https://youtu.be/Fc_fk5F-2Mg