19 ივლისი თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა

 

2023  წლის 19 ივლისს 69 წელი შეუსრულდებოდა თამაზ ნადარეიშვილს - სახელოვან მამულიშვილს, ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს (1990-1992; 1999-2004წწ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს (1992-1993წწ.), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს (1995-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (1995-2004წწ.) საქართველოს ვიცე-პრემიერს (1993-1995წწ.) გენერალ-მაიორს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატს. თამაზ ნადარეიშვილი 50 წლის ასაკში 2004 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.

თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრების მიზანი, როგორც თავად მიიჩნევდა იყო „აფხაზეთში დაბრუნება, იქ ქართული სულისა და გენის აღორძინება”.

დღეს თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი  საფლავი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჯემალ გამახარიამ,  უმაღლესი საბჭოსა წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა.


19 ივლისი თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა
https://youtu.be/Fc_fk5F-2Mg












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions