მან მიულოცა კოლეგებს 2023 წლის საშომოდგომო სესიის ფორმატში მუშაობის დაწყება და თავის მიმართვაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე, მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება.
საშემოდგომო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი.
სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება - 05.09.2023
https://youtu.be/31en49uk-GQ
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნა
https://youtu.be/ZnUYeSabSJU