აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საშემოდგომო სესიამ მუშაობა განაახლა

5 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნილად გამოაცხადა. სხდომა ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა ჯემალ გამახარია.

 

მან მიულოცა კოლეგებს 2023 წლის საშომოდგომო სესიის ფორმატში მუშაობის დაწყება და თავის მიმართვაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე, მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება.

საშემოდგომო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი.

სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიის გახსნა - 05.09.2023. თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება - 05.09.2023
https://youtu.be/31en49uk-GQ



აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნა
https://youtu.be/ZnUYeSabSJU





































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions