უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მიულოცა მათ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც რამდენიმე დღის წინ 27 ოქტომბერს აღინიშნა და მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისათვის და შრომისათვის, რითაც ისინი თავიანთ ქვეყანას უდიდეს სამასახურს უწევენ.
ჯემალ გამახარიასთან ერთად მასწავლებელთა დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია.