კომიტეტის წევრებმა განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.
ვახტანგ ყოლბაიამ დეტალურად ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულა ცნობის საკითხს.
სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.