თამაზ ხუბუა აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს კახაბერ ჩხარტიშვილს შეხვდა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ თამაზ ხუბუასთან შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან კახაბერ ჩხარტიშვილთან.

 

შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელების ინიციატივით განხილულ იქნა საკითხები ახალგაზრდა სპორტსმენთა სოციალური დაცვის სრულყოფის, მათი პერიოდული მატერიალური წახალისების ფორმების შემუშავება-სრულყოფის ღონისძიებებში ჩართულობის აუცილებლობაზე.

თათბირზე მიღებულ იქნა ერთობლივი რეკომენდაციები მითითებულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გავლის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.

თათბირს უძღვებოდა ბატონი თამაზ ხუბუა მასში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა, ბატონმა მურმან ფარფალიამ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა, ბატონმა თენგიზ გასვიანმა; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, ქალბატონმა მაია ჯახაია.

თათბირის მონაწილეების მიერ მიღებულ იქნა შეთანხმება აქტუალიზებულ თემასთან დაკავშირებით იგივე ფორმატით მორიგი შეხვედრის მ/წ  მაისის მე-2 დეკადაში ჩატარების თაობაზე.
































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions