“Fundus Demos Diplomatie – FDD“ აფხაზეთიდან დევნილებისთვის ახალი ქალაქის აშენებას აპირებს

 

2 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “Fundus Demos Diplomatie – FDD” წარმომადგენელს თამარ ნაზაროვას და დევნილების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია - “საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისათვის“ თავმჯდომარეს დალილა ხორავას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ყოფითი პრობლემების დაძლევის გზებზე ისაუბრეს. ამასთან ერთად, წარმოდგენილ იქნა ინფრასტრუქტურული პროექტი - “Intercity-Georgia”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ზუგდიდის მახლობლად აშენდება ახალი ქალაქი, სადაც საწყის ეტაპზე ჩასახლდება 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები. პროექტის რომლის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს აშშ-ს მთავრობა დააფინანსებს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები დადებითად შეხვდნენ აღნიშნულ ინიციატივას და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions