აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭო  გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა მასმედიის საშუალებით, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ სისტემის ზოგიერთი მესვეურნი გაცილებით უფრო დიდ საშიშ და საზარელ დანაშაულს ჩადიან ვიდრე მათ დაქვემდებარებაში მყოფ კანონიერად გასამართლებულ პატიმრებს აქვს ჩადენილი.

 

დღეს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან  როგორც წარმატებულ ქვეყანაში, ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში აღმოჩენილი საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და ღირსების ფეხქვეშ გათელვის, არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები - პირდაპირი ღალატის ტოლფასია ახალი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პირობებში და საგრძნობ ზიანს აყენებს ჩვენი სახელმწიფოს მორალურ იმიჯს, მის კულტურულ და სულიერ მენტალიტეტს.

 

სრულიად ვუერთდებით საზოგადოების კატეგორიულ მოთხოვნებს ”არა ძალადობას” და მხარს უჭერთ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც შეხება აქვს ამ უმსგავსო, უზნეო და ჩვენი საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელი ფაქტების ჩადენასთან.

 

ვუერთდებით საზოგადოების ბრძოლას ადამიანთა ზნედაცემის, მორალური და სულიერი დეგრადირების მეტასტაზების აღმოსაფხვრელად.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

თბილისი, 2012წ.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions