საქართველოს პარლამენტს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ მუშაობის დაწყებას.
გვჯერა, რომ სახელმწიფო მმართველობაში დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა ყველაფერს იღონებს პიროვნების თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების დასამკვიდრებლად, ქვეყნის ტერიტორიული მთლინობის აღსადგენად, მისი სუვერენიტეტისა და ეკონომიკური სიძლიერის ასაღორძინებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო.
21 ოქტომბერი 2012 წელი.
● ● ●
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენი ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, კულტურა და ალღო სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის განვითარებას, დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მისი სუვერენიტეტის განმტკიცებას და ეკონომიკურ აღორძინებას.
პატივისცემით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
21 ოქტომბერი 2012 წელი.
● ● ●
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, გისურვებთ წარმატებებს და ახალ მიღწევებს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. გვჯერა, რომ სახელმწიფო მმართველობაში დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს იღონებს სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების დასამკვიდრებლად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მისი სუვერენიტეტისა და ეკონომიკური ძლიერების ასაღორძინებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას ხელისუფლების მიერ არჩეული კურსით ვიღვაწოთ ქვეყნის აღმშენებლობისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
25 ოქტომბერი 2012 წელი.