დაჯილდოება

 

 

9 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით აფხაზეთიდან დევნილი ლეილა ბაღბაია დააჯილდოვეს. დაჯილდოების ინიციატორი აფხაზეთის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა იყო, რომელიც დიდუბე პლაზაში კულტურული მემკვიდრეობისა და ადვოკატირების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კალიგრაფიის კონკურსებში გამარჯვებული, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის, ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები. მის მიერ შესრულებულმა ქართულმა ხელნაწერებმა აღტაცებაში მოიყვანა იქ შეკრებილი საზოგადოება როგორც განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ისე საერთაშორისო ფონდებიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.

 

ლეილა ბაღბაიას მიერ შესრულებული ხელნაწერები ხელოვნების ნიმუშია, რადგან გამოირჩევა განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომით. ის მუშაობს, როგორც თაბახზე ისე ფაიფურზე,  კერამიკაზე, ტყავზე და ქვაზე.

 

ლეილა ბაღბაია არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოებისა და საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრი.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions