აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

 

7 მარტს, ჟიული შარტავას დაბადების დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ ყვავილების გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის საფლავი და პატივი მიაგო ჭეშმარიტი მამულიშვილისა და უბადლო პატრიოტის ხსოვნას.

 

სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა მტერს პირისპირ შეხვდა. მოწინააღმდეგემ მუხანათურად გამოასალმა სიცოცხლეს ტყვედაყვანილი მთავრობის თავმჯდომარე, მისი თანმხლები პირები - მთავრობისა და დაცვის წევრები. წელს ჟიული შარტავა 69 წლის გახდებოდა.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions