ისინი იცავდნენ სამშობლოს: 16 მარტს 1993 წლის 15-18 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

 

16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გმირთა მოედანზე ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გავაზავამ აღნიშნა: “15-16-17-18 მარტს ქართველმა მეომრებმა შეუძლებელი შეძლეს და მტრის მიერ სოხუმის აღების ოპერაცია სახელოვნად მოიგერიეს. მარტის ამ დღეებიდან ერთ-ერთი უნდა გამოცხადდეს არა მარტო ქართული არტილერიის, საერთოდ, ქართული არმიის დღედ და ჩვენ ვაპირებთ ამ წინადადებით მივმართოთ საქართველოს პარლამენტს“.

 

გვირგვინით შეამკო მემორიალი და დაღუპული გმირების ხსოვნას პარივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions