აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 მაისს ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორცილებული თავდასხმის დროს 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურის კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, კაპრალ ვლადიმერ შანავას, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.