აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნის პატივსაგებად მივიდნენ ასევე ომის ვეტერანები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
"რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველმა ჯარისკაცებმა უდიდესი ვაჟკაცობა და გმირობა ჩაიდინეს. ეს იყო ორგანიზებული ჯარი, რომელმაც გმირობის მაგალითი აჩვენა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და მათ ოჯახებს მადლობას ვუხდით" - განაცხადა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ წოწონავამ.