აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნის პატივსაგებად მივიდნენ ასევე ომის ვეტერანები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

 

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველმა ჯარისკაცებმა უდიდესი ვაჟკაცობა და გმირობა ჩაიდინეს. ეს იყო ორგანიზებული ჯარი, რომელმაც გმირობის მაგალითი აჩვენა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და მათ ოჯახებს მადლობას ვუხდით" - განაცხადა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ წოწონავამ.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions