უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ გასვლითი სხდომა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 2017 წლის 17 ივნისს ქ. ზუგდიდიში გასვლითი სხდომა ჩაატარა.

 

სხდომას ხელმძღვანელობდა ფრაქციის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, სხდომას ესწრებოდნენ წევრები აკაკი გასვიანი, ნაპოლეონ მესხია, როსტომ შამუგია, ჯემალ საჯაია, თამაზ  ხუბუა.

სხდომაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული  საქართველო“ უახლოესი პერიოდის პოლიტიკური ამოცანების შესახებ.

2.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  გალის რაიონის რესურსცენტრის ინფორმაცია ,,აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ქართული  ენის  უფლებრივი  მდგომარეობის  შესახებ“.

3.  საქართველოს  კონსტიტუციაში  შესატანი  ცვლილებების  პროექტის  შესახებ.

4.  სხვადასხვა.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ფრაქციამ მიიღო სამოქმედო რეკომენდაციები.  სხდომაზე განსაზღვრული იქნა კონკრეტული თარიღები სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებთან  ფრაქციის  წევრების  გასვლითი  შეხვედრების  ჩასატარებლად.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის განმავლობაში ფრაქციის წევრებს ქ. ზუგდიდში საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ აფხაზეთის ომის ვეტერანების, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში, ამჟამად მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წარმომადგენლებთან.

 

აფხაზეთის  უმაღლესი  საბჭოს  ფრაქცია

,,ქართული  ოცნება–დემოკრატიული  საქართველო“

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions