საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ


მიმდინარე წლის  28-29 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“. კონფერენცია ტარდება  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოსა და მთავრობის მხარდაჭერით.

 

კონფერენციის თემატიკაზე  ორი სექცია იმუშავებს; I სექცია დაეთმობა გენოციდისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების  თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს, II სექცია კი განიხილავს  საერთაშორისო დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სამართლებრივ, სოციალურ-პოლიტიკურ, ისტორიულ და სხვა ასპექტებს.

 

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები-მეცნიერები გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან(ნიდერლანდები), არგენტინიდან,  პოლონეთიდან, ესპანეთიდან, კორეადან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან.

 

 

სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის, ეთნიკური წმენდის, აგრეთვე ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი სისხლისსამართლებრივი ასპექტები.

 

კონფერენცია ჩატარდება თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე - სასტუმრო „ჰუალინგში“.

 

კონფერენციის პროგრამის დაწვრილებით გასაცნობად დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ ლინკი.






















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions