მორიგი არაადამიანური ფაქტი ადმინსტრაციულ საზღვართან

ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის დანაშაულებრივმა საოკუპაციო რეჟიმმა, რომელიც  ველური სისასტიკით სისტემატურად არღვევს ქართული მოსახლეობის უფლებებს, მორიგი არაადამიანური, ანტიქრისტიანული ქმედება ჩაიდინა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით: გუშინ,  2019 წლის 9 აპრილს კვლავ ვიხილეთ შემზარავი სურათი - მავთულხლართებით გაყოფილი პროცესია. ადამიანებს არ მიეცათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ახლობლის დატირების უფლება; ისინი მდინარე ენგურის მეორე ნაპირიდან ემშვიდობებოდნენ გარდაცვლილ ნათესავს.

როგორც ბატონი ჯემალ გამახარია აცხადებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოხატავს პროტესტს და გმობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ადამიანის  საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების სისტემატურად დარღვევის ფაქტებს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი ყურადღება მიაპყრონ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმედებებს და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცინიზმით აღბეჭდილი ასეთი ფაქტების, კაცობრიობის წინააღმდეგ  მიმართული სხვა არაერთი, სისასტიკით გამორჩეული დანაშაულის აღსაკვეთად.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions