27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის და ჯვართამაღლების დღე!

27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთერთი ყველაზე მუქი ფურცელი. ტკივილით და ემოციით იგონებს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ტრაგიკულ დღეებს, რუსეთის ინსპირირებით მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას აფხაზეთში, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1992-1993 წლების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 10 ათასზე მეტი პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.

 

დილიდანვე მივიდნენ და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატთა კორპუსი. ყვავილების გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო, მიხეილ ჯინჭარაძის, ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას საფლავები.

ჯემალ გამახარიას თქმით, „ჩვენ უნდა შევძლოთ ურთიერთპატიება, ნდობის აღდგენა, შერიგება, ჩატეხილი ხიდების აღდგენა, რადგან მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა ერთობა და წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრება გადაარჩენს ჩვენს მომავალს“. „ამასთან, დღეს ჯვართამაღლების დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, გილოცავთ! დღეს მხოლოდ გლოვის დღე არ არის, დღეს იმედის დღეცაა, რომ მალე სოხუმში ყველა ერთად - უპირველესად აფხაზები და ქართველები შევძლებთ, ერთობლივად მივაგოთ პატივი ორივე მხრიდან სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს“.














































































































































































































 

 








































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions