ჯემალ გამახარია მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლებს შეხვდა

17 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა გახლდათ მოქალაქეობის მონიჭების საკითხი. ჯემალ გამახარიამ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს.


ჯერ კიდევ 2020 წელს შეიმუშავა უმაღლესმა საბჭომ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მიერ უკანონოდ გაცემული პასპორტების მფლობელობა, არ ჩაეთვალოთ მეორე ქვეყნის მოქალაქეობად. რის საფუძველზეც მათ უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე. მან ისაუბრა კანონპროექტზე, კერძოდ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს, რაც არსებული ნორმატივების შემსუბუქებას გულისხმობს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან.

 

საუბარი ასევე შეეხო დევნილთათვის აფხაზეთში არსებული მათი ქონების საკუთრებაში დამტკიცების საკითხს. ჯემალ გამახარიამ მოისმინა დევნილების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობის თაობაზე.











































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions