უმაღლესი საბჭოს წევრები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

28 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

 

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ 7 სამოქალაქო პირს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions