„მე, რა თქმა უნდა, გამაჩნია საკუთარი მოსაზრებები ჟენევის შეხვედრების ფორმატზე, მით უმეტეს, რომ 1998 – 2004 წლებში, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვმონაწილეობდი ქართული მხრიდან. არავითარი „აფხაზური მხარე“ არ არსებობს – არის მხოლოდ და მხოლოდ სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის დელეგაცია მოლაპარაკებებზე. რით ვერ გავიგეთ, რომ საჭირო არ არის არაფრის მომცემი თვითგვემა, უაზრო ბოდიშები და პოლიტიკური რევერანსები“.
მართალი გითხრათ, ამჟამად მოლაპარაკებების ფორმატზე დიდი სურვილი არ მაქვს რაიმე ვთქვა. იმის გამო, რომ ჟენევის შეხვედრებში აფხაზეთის საზოგადოებრიობას ქართული დელეგაციის შემადგენლობაში წარმოადგენს თაღლითობისათვის ძებნაში მყოფი, დევნილ მოსახლეობაში უაღრესად ნეგატიური სახელით მოსარგებლე, დღეისათვის, სამწუხაროდ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ.ბარამია. ეს გარემოება შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და დევნილი საზოგადოებისათვისაც. ვერ გამიგია, რატომ არ აქვს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას უფლება უმნიშვენლოვანეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე ჩვენს ინტერესებს წარმოადგენდეს ღირსეული აფხაზეთელი, მითუმეტეს ეს საკითხი არაერთხელ დაგვიყენებია?!