ექსპროპრიაცია აფხაზურად
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ბეირუთში გაემგზავრნენ აფხაზეთში სირიის მოქალაქეთა დიდი ჯგუფის რეპატრიაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ა/წ აპრილში აფხაზეთში ჩამოვიდა 145 კაცი. ამჟამად გათვალისწინებულია 200 რეპატრიანტის ჩამოყვანა.

სირიის მოქალაქეთა ე.წ. რეპატრიაციის საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ.

„სეპარატისული აფხაზეთის ადმინისტრაციის მცდელობა - აფხაზეთში ჩამოასახლოს საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზი ეროვნების მოქალაქეები და ამით შეავსოს ქართველების განდევნით შექმნილი მემკვიდრეობითი დემოგრაფიული სიცარიელე, არახალია. ეს პროცესი დაწყებულია და იგი „მცოცავი ათვისების“ პროგრამით ხორციელდება (ჯერ იყო სოხუმის და გულრიფშის რაიონები, ახლა იგეგმება სხვა რაიონებში ჩასახლებები). იმთავითვე ცხადი იყო ამ პროცესის მავნებლური და რეგიონული უშიშროების თვალსაზრისით აშკარად ფეთქებადსაშიში მახასიათებლები. ვინმეს არ ეგონოს, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ამგვარ ჩასახლებებს გულდამშვიდებული ადევნებს თვალს. მე ვშიშობ, რომ აფხაზეთში რეპატრიაციის საკითხების საინფორმაციო სივრცეში ამგვარად წარმოჩენამ შესაძლოა ბიძგი მისცეს სახალხო დაუმორჩილებლობის მოძრაობას. როცა ენგურს გამოღმა დროებით მცხოვრები აფხაზეთის მკვიდრი დაინახავს მის საკუთარ სახლში (მართალია, უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე) ვიღაც გადამთიელის ჩასახლების მცდელობას, თითოეულ დევნილში ღირსების შელახვის გამო შურისძიების მძაფრი სურვილი იმძლავრებს. მიზანშეწონილად ვთვლი აღნიშნული საკითხის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში დაუყოვნებლივ განხილვას“.
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions